ახ.წელთაღრიცხვის IV_საუკუნეში იწყება ადრეკლასობრივი ქალაქების დაქვეითება და ფეოდალური ციხე-ქალაქების წარმოქმნა, რაც ზველი საზოგადოების კრიზისისა და ახალი, ფეოდალური ურთიერთობის ჩასახვა- განვითარების შედეგი იყო. ბუნებრივია, ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარმა სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ძვრებმა, უფლისციხეზეც მოახდინა გავლენა. IV_ საუკუნეში, მართალია, უფლისციხე რჩება ქართლის უზლიერეს ციხე-სიმაგრედ, მაგრამ საქალაქო ცხოვრებას აქ აშკარა დაქვეითება ემჩნევა. ამის უტყუარი ნიშანია ბამბებში და ყალთანიხევში არსებული დაბების დაცემა, რაც უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო ოლქში მოსახლეობის შეთხელებისა ადგილნაცვალების შედეგია. მათ, როგორც ჩანს, ახალი ბატონიც უჩნდებათ, რომელსაც ამ დროიდან თვით უფლისციხეც ექვემდებარებოდა.
საქართველოს გართიანების პროცესი ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის შეუპოვარი ბრძოლით ხასიათდებოდა. ამ ბრძოლების ერთი ყველაზე საყურადღებო მხაეა “ ბრძოლა ქართლსა ზედა”, რომელშიც IX-საუკუნის მიწურულიდან სომეხი მეფე- მთავრებიც ებმებიან. ეს ფაქტიურად ბრძოლაა შიდა ქართლისათვის. ქართლი იმდროინდელი კავკასიური სამყაროს გზასაყარს, მჭიდროდ დასახლებულ, ეკონომიკურად დაწინაურებულ ქვეყანას და იბერიული კულტურის აკვანსაც წარმოადგენდა, რომელიც როგორც ემჩნეოდა, გაერთიანებული საქართველოს უდავო კულტურული ჰეგემონი და მედროსე გახდებოდა. ბრძოლა ქართლისათვის თითქმის ორი საუკუნე ( IX_X საუკუნეები) გაგრძელდა და მასში უფლისციხემ გამორჩეული როლი შეასრულა.
მემატიანის სიტყვით, “ სისხლის მწვმელი ღრუბელი აღმოსავლეთით მოეფინა ქართლსა ზედა”. სელჩუკთა ურდოები ამიერკავკასიას უახლოვდებოდა და წალეკვით ემუქრებოდა. 1068 წელს ალფ- არსლანის ლაშქარი, სიდაქართლში შემოიჭრა და საშინლად ააოხრა. ქართველი მემატიანე შავბნელ ფერებში ხატავს ქართლის გაპარტახების სურათს: ქვეყანა დახოცილთა გვამებით აივსო, ხანძრებისაგან ღამე დღეს დაემგვანა, ადგილ-ადგილ სისხლის წვიმები მოდიოდა. ამ შემოსევის დროს, უფლისციხეც მნიშვნელოვნად დაზიანებულა.
1089 წელს საქართველოს დიდებულებმა მეფედ 16 წლის დავითი დასვეს, რომელსაც შემდეგ დავით აღმაშენებელი ეწოდა. Dდავითმა ჯერ ქვეყნის საშინაო საქმეები მოაწესრიგა, ლაშქარი გააძლიერა და საქართველოში თურქებს ფეხი ამოაკვეთინა. 1122 წელს დავით მეფემ თბილისი გაათავისუფლა.
ეს იყო საქართველოს გაერთიანების დამაგვირგვინებელი აქტი.
1240 წელს მთელი აღმოსავლეთი საქართველო მონღოლების ხელში იყო.სწორედ ჩინგიზ-ხანის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, ქართლის დაპყრობის დროს დაცემულა უფლისციხე და ამის შემდეგ წელში ვეღარ გასწორებულა. ეს იმის საბუთია, რომ უფლისციხის არსებობას უკვე საბოლოოდ გამოცლილი ჰქონია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური საფუძველი.
1386 წლიდან_ 1403 წლამდე საქართველოს რვაჯერ შემოესია ლანგ-თემურის ურდოები, რომლებიც ველური ენერგიითა და დაჟინებით ანადგურებდნენ ყველაფერს. XV_საუკუნის დამდეგს უფლისციხეში შიდა ქართლის გაპარტახებული სოფლების მოსახლეობა ყოფილა შეფარებული. სავალალო შთაბეჭდილებას ტოვებს მათი დროებითი საცხოვრებლები. ქვეყნის შედარებით დაწყნარების შემდეგ, რაც ალექსანდრე I-ის მეფობის ხანას ( 1412-1442წწ) ემთხვევა, მოსახლეობას მიუტოვებია უფლისციხის ზღუდეები და შემდეგშიც მხოლოდ შიშიანობის დროს თუ გაიხსენებდა მას....